პიკის საათი - 20.02.2023
პიკის საათი - 20.02.2023

1) „თამაშობანა“ – ქართული ხელნაკეთი თამაშები

სამაგიდო თამაშების სიყვარული ადამიანების უმრავლესობას ბავშვობიდან უყალიბდება და ოჯახური შეკრებებისა თუ მეგობრული შეხვედრების სასიამოვნოდ გატარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

უკვე მერვე წელია ორი მეგობრის მიერ დაარსებული სამაგიდო თამაშები კომპანია ბავშვებსა და მშობლებს საგანმანათლებლო და გასართობ თამაშებს სთავაზობს. ახლახანს გერმანიაში, ქალაქ ნიუნბერგში სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც სიდიდით მსოფლიოში მეორეა და 60 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს, რამდენიმე შეთავაზებით და სამაგადო თამაშით წარსდგენენ.

მათ გერმანიის ცხენოსნობის ასოციაციისთვის სპეციალური სამაგიდო თამაში შექმნეს, რომელიც ბავშვებში ცხენოსნობაზე თეორიული მასალის შესწავლას უწყობს ხელს.

რესპონდენტი: ნაუ სონღულაშვილი – „თამაშობანას“ დამფუძნებელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) „პრეზიდენტების დღე“

თებერვლის ყოველ მესამე ორშაბათს ამერიკაში „პრეზიდენტების დღეს“ აღნიშნავენ. დღე, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღეს უკავშირდება, თუმცა, წლების განმავლობაში ბევრად ფართო მნიშვნელობა შეიძინა.

პრეზიდენტის ინსტიტუტის ისტორიული განვითარება მთელს მსოფლიოში და დამოკიდებულება ქვეყნის ლიდერის მიმართ, რომლითაც აშშ გამოირჩევა.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) მედეა ჯაფარიძე – 100

„ამ ასაკში ბევრი რამის გადაფასება გვიწევს, ახლა დედის, როგორც შემოქმედისა და როგროც პიროვნების მიმართ, მოწიწება მეტი მაქვს“, – ლაშა თაბუკაშვილი.

„ყველა სიკეთე რაც ადამიანის ბუნებაში შეიძლება იყოს, მედიკო დეიდას ჰქონდა მომადლებული, გასხივოსნებული იყო“, – გია ბურჯანაძე.

„დიდსულოვანი ქალბატონი, უნიჭიერესი მსახიობი და უკეთილესი ადამიანი იყო“, – ქეთი დოლიძე.

რესპონდეტები: ლაშა თაბუკაშვილი – მწერალი, მედეა ჯაფარიძის ვაჟი,

ქეთი დოლიძე – რეჟისორი,

გია ბურჯანაძე – მსახიობი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

4) „თქვი, დედაკაცო!“

გამომცემლობა „ინტელექტმა“ მარინა თექთუმანიძის პოეტური კრებული „თქვი, დედაკაცო!“ გამოსცა.

„მარინა თექთუმანიძის პოეზია სავსეა ადამიანური სიკეთითა და მშვენიერებით. თვითონაც ასეთივეა და ცხადია, ლექსებიც რომ ავტორს დაემსგავსებიან. ის სათქმელს ძირითადად ნახევარტონებში გადმოსცემს, რომელთა მიღმაც დიდი ადამიანური გამოცდილება და სიმარტოვე იგულისხმება. საგანგებოდ არასოდეს გადატვირთავს ლექსს მხატვრული სახეებით, მაგრამ თვითონ ლექსი, როცა კითხულობ, ერთიანი და უაღრესად ტევადი მხატვრული სახეა. ამიტომაც, ეს წიგნი გაუნელებელი ინტერესით იკითხება და ვფიქრობ, ნამდვილი პოეზიის, ადამიანური განცდების მრავალშრეანობის მოყვარულ მკითხველს გულგრილს ვერ დატოვებს“, – გიორგი ლობჟანიძე.

სტუმარი: მარინა თექთუმანიძე – პოეტი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: