პიკის საათი - 20.01.2023
პიკის საათი - 20.01.2023

1) დუშეთის სახალხო თეატრი143

იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრის დაარსებიდან 143 წელი გავიდა. ამ დღის ფარგლებში კულტურის სახლის შენობაში გრანდიოზულად გაიხსნება თეატრის ვარსკვლავი, მოეწყობა თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა, ხოლო თეატრის დასი გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ითამაშებს.

დუშეთის სახალხო თეატრი 1880 წლის 20 იანვარს ამჟამინდელი თეატრის ქუჩაზე დაარსდა. სახლში, სადაც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა, შენობა იოსებ ვასილის ძე მოზდოკელს ეკუთვნოდა და სწორედ ამ სახლში დაიდგა პირველად გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა.“

რესპონდენტები: თამარ თალა მოზდოკელი – დუშეთის სახალხო თეატრის ხელმძღვანელი, კახაბერ ხუციშვილი – მსახიობი, მერი მაცაცო ნარიმანიძე – დუშეთის მუნიციპალიტეტის.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) „სამხრეთული ხასიათის“ ავ-კარგი

„სამხრეთული ხასიათის“ ზოგადი მახასიათებლები და მისი დადებითი თუ უარყოფითი გავლენა ადამიანებსა და ერებზე.

რესპონდენტი: ლელა ფირალიშვილი – კულტუროლოგი.

ავტორები: ელენე ტუშური, მარიამ ჩოჩია

 

3) ახალი წელი ჩინეთში

ჩინეთში ახალი წლის აღნიშვნის ძლიერი კულტურა არსებობს. ეს არის ყველაზე მასშტაბური დღესასწაული, რადგან ის ოჯახის გამთლიანებასთან ასოცირდება. საახალწლო არდადეგები ყველაზე გრძელვადიანია. ამ პერიოდში  დომინირებს წითელი ფერი და მზადდება სხვადასხვა დანიშნულების სიმბოლოები. მათ შორის გაზაფხულის ნასკვი, ბედნიერების იეროგლიფები და ბევრი სხვა.

სადღესასწაულო სუფრა წარმოუდგენელია თევზის გარეშე, რადგან ის სიუხვესა და მატებასთან ასოცირდება. ჩინური ახალი წელი წარმოუდგენელია ფოიერვერკების გარეშე. ყველაზე მიღებულ საჩუქრად წითელ კონვერტში მოთავსებული ფული ითვლება.

სტუმარი: ელი ელისაშვილი – ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, სინოლოგი, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის კანცლერი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) „ფოლადის მაგნოლიები“ისლანდიის პირველი ქალი პრეზიდენტი

იგი ისლანდიის ტელევიზიით ფრანგული ენის გაკვეთილებს ატარებდა, იყო მსახიობი და  რეიკიავიკის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელიც კი, მაგრამ ევროპისა და მსოფლიოს ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტი დემოკრატიული არჩევნების გზით გახდა. ვიგდის ფინბოგადოტირი ისლანდიას 16 წლის განმავლობაში მართავდა.

ავტორი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: