1) „ეს სიმღერაა საქართველოსი“ – „მართვეს“ სოლო კონცერტი სენაკში
ანსამბლი „მართვე“ 19 სექტემბერს, სენაკში სოლო კონცერტს გამართავს.
კონცერში მონაწილეობს „მართვეს“ სიმღერის, ცეკვისა და საკრავიერი მუსიკის მიმართულებების საკონცერტო შემადგენლობა.
სტუმარი: მიხეილ ჯავახიშვილი – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი.
2) „ახალმოწამენი და აღმსარებელნი“ – მღვდელ გიორგი მაჩურიშვილის და ლუარსაბ ტოგონიძის კრებული
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
3) რემონტი საკუთარი ხელით
სტუმარი: ვახტანგ მუნჯიშვილი – კოლეჯ „სპექტრის“ მატერიალური რესურსების უზრუნველყოფის კოორდინატორი
4) მარიამ ჩოჩიას საატორო რუბრიკა „ტრანსფორმაცია“ პიროვნული ტრანსფორმაცია
„ტრანსფორმაცია არის პროცესი უფრო მეტად ორიენტირებული რაღაც ზედმეტის მოშორებაზე და არა ცალსახად ცვლილებაზე“.
„ტრანსფორმაციის პროცესი შიგნიდან იწყება, ადამიანი ვინც იწყებს ძიებას მას აუცილებლად გზაც გამოუჩნდება“.
სტუმარი: გვანცა ბარაბაძე – ორგანიზაციული და პერსონალური განვითარების კონსულტანტი, პიროვნული განვითარების ტრენერი, ქოუჩი.
5) კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში
„პროექტის მიზანია, კულტურული ცხოვრებისა და სივრცეების აშკარა დეფიციტის პირობებში, ბოლნისელ მოზარდებს მისცეს საშუალება ჩაერთონ შემოქმედებით პროცესებში; განივითარონ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი კინოხელოვნების დახმარებით; გაიცნონ დარგში მოღვაწე საინტერესო პროფესიონალები, გაიზიარონ მათი გამოცდილება და აქტიურად ჩაერთონ კულტურულ ცხოვრებაში“.
სტუმარი: ნინი შველიძე – კინომცოდნე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი; ონლაინ პლატფორმის, „სინექსპრესის თანარედაქტორი და ავტორი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: