პიკის საათი - 19.06.2023
პიკის საათი - 19.06.2023

1) საუკეთესო სასეირნო ადგილები საქართველოში

19 ივნისს მსოფლიო სეირნობის დღეს აღნიშნავს.

საქართველოში დასასვენებელი ადგილების ფართო არჩევანია – სამთო და საზღვაო კურორტები, ურბანულად განვითარებული სივრცეები, ღირსშესანიშნაობები, ისტორიული ძეგლები და საფეხმავლო ბილიკები. ეს კი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს მისთვის სასურველი ადგილი შეარჩიოს და დაისვენოს.

რესპონდენტები: მერი ემირიძე – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარის სამსახურის ხელმძღვანელი,

თამარ გოშთელიანი – მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი,

ლევან ანდრიაშვილი – თელავის მერი,

თიკა ხუნდაძე – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) როგორი იქნება სამყარო ადამიანების გარეშე?

აიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურბანული დიზაინის ასოცირებული პროფესორის კარლტონ ბასმაჯიანის სტატია გამოცემა The Conversation-ში – ზედმეტი სიჩუმე, ქვეწარმავლები და ცხოველები ქუჩებში, ნასახლარები, ბუნების მკვეთრი ფერები…

რესპონდენტები: ექიმი – ნინო ლორთქიფანიძე, რედაქტორი – გიორგი სოფრომაძე, ტუროპერატორი – ქეთი ფშაველაშვილი, ქოუჩი და პერსონალური ბრენდინგის სპეციალისტი – მარიკა მჭედლიძე, ფერმერი და აგროჟურნალისტი – დემეტრე ერგემლიძე.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) „თურმე, ყველაზე შორ სოფელშიც კი ბავშვები მუსიკაზე ფიქრობენ…“

„მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხელოვნების ვერცერთი დარგი ისე ძლიერად ვერ წვდება ტვინს და ავითარებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, როგორც მუსიკა. მუსიკის მეცადინეობა გარკვეულწილად ემიჯნება კიდეც სპოტს, მაგრამ წამყვანი მაინც აზროვნებაა. მხოლოდ ტექნიკით მსმენელს ვერ დააინტერესებ!“

– „მუსიკა ისეთი რამაა, რაც უნდა კარგად ისწავლო, გინდ პროფესიონალი იყო და გინდ მოსწავლე, თუ ემოცია, რომელიც კომპოზიტორისაგან მიიღე სხვას ვერ გაუზიარე, აზრი ეკარგება. ამგვარი გაზიარება სცენაზე ხდება. სწორედ ეს შესაძლებლობა მივეცით 12 წლის წინ რეგიონული მუსიკალური სკოლების მოსწავლეებს, რომლებსაც მსმენელი აკლდათ“

12 წლის წინ წამოწყებული კლასიკური მუსიკის კონკურსი, რომელიც ბევრს უტოპიური ეგონა, დღეს ნიჭიერი ახალგაზრდების მიგნების წყაროდ იქცა.

სტუმარი: ნუნუ ჭელიძე – პიანისტი, ბავშვთა რეგიონალური კონკურისის დამფუძნებელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) პაატა ნაცვლიშვილის „მოგზაურობა იტალიაში“

„ბევრი რამ, რაც შეიძლება მახასიათებდეს ან მომწონდეს საკუთარ თავში, მამაჩემისგან მაქვს. ეს იმის დამსახურებაა, რომ სულ ერთად ვიყავით… იტალიაში, საბრძნეთსა და ეგვიპტეში მოგზაურობა მისი ოცნება იყო. მოხდა ისე, რომ მან იტალია ვერ ნახა…

„მოგზაურობა იტალიაში“ ეს ის ლექსია, რომელიც მამას იტალიიდან ვუძღვენი“, – პაატა ნაცვლიშვილი.

რესპონდენტი: პაატა ნაცვლიშვილი – ჟურნალისტი, მწერალი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) „მუდამ ქართული“

„მუდამ ქართული“ თეატრალური სანახაობაა, რომელსაც 22 ივნისს, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ და მასთან არსებული მოზარდთა თეატრი „თეატრალი“ წარმოადგენს. დადგმაში გაცოცხლდება საქართველოს ისტორია, ქართველთა საგმირო და სატრფიალო თემატიკა.

სანახაობას მუსიკალურად ანსამბლი „მართვე“ და ანსამბლის ხალხურ საკრავთა ჯგუფი ცოცლხად გააფორმებს.

სტუმრები: მიხეილ ჯავახიშვილი – „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი,

ლაშა გოგნიაშვილი – რეჟისორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: