პიკის საათი - 18.11.2022
პიკის საათი - 18.11.2022

1) „ქართული სიმღერების ავტორები“

„მუდამ მაწუხებდა ერთი უსამართლობა, როდესაც კონცერტზე დამსწრეთათვის მომღერლის წარდგენისას, ან რადიოთი თუ ტელევიზიით სიმღერის გადმოცემის დროს ასახელებდნენ კომპოზიტორს, მაგრამ იშვიათად თუ გაიხსენებდნენ სიმღერის ლექსის ავტორს. ამიტომ შევქმენი ცნობარი“

რევაზ კვერენჩხილაძის ახალი წიგნი, სადაც ქართველ კომპოზიტორებთან ერთად სასიმღერო ლექსის ავტორებსაც გაეცნობით.

რესპონდენტები: რევაზ კვერენჩხილაძე – მწერალი

ვაჟა აზარაშვილი, კახა ცაბაძე – კომპოზიტორები

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) ქართული თეატრი დღეს

პრობლემები, რომლებიც არსებობდა, მაგრამ პანდემიამ და ორწლიანმა სტაგნაციამ კიდევ უფრო გააღრმავა.

ქართული თეატრის პოსტპანდემიური სეზონის ანალიზი.

რესპონდენტები: ლაშა ჩხარტიშვილი – თეატრმცოდნე

მაკა ვასაძე – თეატრმცოდნე

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) #ფრაგმენტები „როცა აყვავდა ნუში“ – 50

ლანა ღოღობერიძის ფილმი „როცა აყვავდა ნუში“ ეკრანებზე 50 წლის წინ გამოვიდა.

ჩანაწერში მოისმენთ ფრაგმენტებს „პიკის საათის“ პირდაპირ ეთერში ზურაბ ყიფშიძისა და თინათინ ვარდანაშვილის მოულოდნელი შეხვედრიდან.

გადაცემა ჩაწერილია 2012 წლის 20 აპრილს.

ავტორი: ეკა ტალახაძე

 

4) ფოტოკონკურსი „ევტიხი“

10 ნოემბრიდან გამოცხადდა ცნობილი ფოტოგრაფის – ევტიხი ჟვანიას (1890-1975) სახელობის ფოტოკონკურსი „ევტიხი“

ფოტოკონკურსის წლევანდელი თემაა „პორტრეტი“

სტუმარი: გურამ წიბახაშვილი – ფოტოგრაფი

 

5) კონსტრუქციული ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით, დანიის კონსტრუქციული ინსტიტუტის დამფუძნებელი და წიგნის „კონსტრუქციული ახალი ამბები“ ავტორი ულრიკ ჰააგერუპი საქართველოს სტუმრობს.

ვიზიტის პირველ დღეს ულრიკ ჰააგერუპმა პირველი არხის პროდიუსერების, რედაქტორებისა და ჟურნალისტებისთვის ვორქშოპი ჩაატარა.

სამუშაო შეხვედრა დასრულდება კონფერენციით „კონსტრუქციული ახალი ამბები“, რომლის მიზანია, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიდგომა გააცნოს.

ლევან ახალაია – პირველი არხის ჟურნალისტი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: