1) ღია სარკმლის ფილოსოფია
სამყარო, რომელიც ღია სარკმლიდან მივიდა გალაკტიონთან და ფილოსოფია, რომელიც ამავე სარკმლიდანვე დაუბრუნდა სამყაროს გალაკტიონის სახით.
ავტორი: ელენე ტუშური
2) ტოლერანტული თბილისი
თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა თორმეტი კუთხე იყო მოწყობილი, სადაც თითოეული ეთნოსისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ისტორიულ-მატერიალური კულტურის ამსახველი ნიმუშები იყო წარმოდგენილი.
რესპონდენტები: რიტა ხიდირბეგიშვილი – დედაქალაქის საკრებულოსთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე
კახი კალაძე – თბილისის მერი
მარიკა დარჩია – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი
ეკატერინე ბიტკაში – ასურული თემის წარმომადგენელი
ნინო პოპიაშილი – ფილოლოგის დოქტორი; ოსური სტენდის წარმომადგენელი
მარიამ პოლიტოვი – ბერძნული თემის წარმომადგენელი
ნათელა ტიტალი – ქურთულ-ქართული სოციალურ-კულტურული პლათფორმის თავმჯდომარე
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
3) ადამ მიცკევიჩის Dziady („წინაპართა სერობა“) თბილისში
„პოლონელები და ქართველები ჩვენი ბედით ვიმეორებთ ერთმანეთს. ნაწარმოები, რომელიც საფრანგეთში, ემიგრაციაშია დაწერილი, პოლონეთის გათავისუფლების იდეით ანთებული ემიგრაციის იმედად იქცა“, – ანდრო ენუქიძე.
18 ნოემბერს, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სცენაზე გაიმართება ადამ მიცკევიჩის პოემის – Dziady („წინაპართა სერობა“) პერფორმატიული კითხვა გაიმართება. თარგმანი – ქეთი ქანთარია; მხატვრული თარგმანი – ანა კოპალიანი; რეჟისორი – ანდრო ენუქიძე; სცენოგრაფი – ვეკო ყიფიანი; კომპოზიტორი – ზაზა მარჯანიშვილი; ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე; ანიმაცია – სანდრო ალექსიძე, გია ტყემალაძე
ყარიბის მონოლოგს საქართველოს სახალხო არტისტი ავთანდილ მახარაძე კითხულობს.
სტუმარი: ანდრო ენუქიძე – რეჟისორი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
სატელეფონო ჩართვა: ანი კოპალიანი – მხატვრული თარგმანის ავტორი
4) გიორგი კუზანაშვილის თეორბო თბილისის ბაროკოს ფესტივალზე
17 ნოემბერს, 12:00-ზე, გიტარისტი და თეორბისტი გიორგი კუზანაშვილი, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში მასტერკლასს ჩაატარებს!
გიორგი კუზანაშვილი კლასიკურ გიტარაზე დაკვრას ბავშვობიდანვე ეუფლებოდა. მან წარმატებით დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია და იმავე წელს, ქალაქ ფრანკფურტის მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა.
კლასიკური გიტარის პარალელურად, ძალიან დაინტერესებული იყო ძველებური მუსიკით, კერძოდ კი თეორბოთი. ეს ინსტრუმენტი მან „საქართველოს სინფონიეტას“ მეშვეობით გაიცნო და ჰქონდა ბედნიერება პრაქტიკული გაკვეთილები ფრანგ თეორბისტთან, ეტიენ გალეტიესთან გაევლო.
ამ საკრავისადმი ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ კლასიკური გიტარის მიმართულებით მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, გადაწყვიტა თეორბო, ძირითად ინსტრუმენტად აერჩია და შეესწავლა.
ამჟამად, გიორგი ფრანკფურტის მუსიკის უმაღლესი სასწავლებლის ისტორიული ინსტრუმენტების ფაკულტეტის სტუდენტია. ის სპეციალურად „თბილისის ბაროკო ფესტივალისთვის“ ჩამოვიდა თბილისში.
სტუმარი: გიორგი კუზანაშვილი – გიტარისტი; თეორბისტი
5) დღენაკლულთა მსოფლიო დღე
სულსწრაფობა, დამოუკიდებლობის ნაადრევი სურვილი და ბრძოლისუნარიანობა – ნაადრევად დაბადებული ბავშვების ხასიათის შტრიხები.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: