პიკის საათი - 16.05.2023
პიკის საათი - 16.05.2023

1) გაი რიჩის „შეთანხმება“

გაი რიჩის რეალურ ამბებზე დაფუძნებული ფილმი „შეთანხმება“ ამერიკელ სამხედროზე და მისი დანაყოფის ავღანელ თარჯიმანზე მოგვითხრობს, რომელიც ამ საქმიანობისთვის თალიბანის დევნის ობიექტი გახდა.

ფილმს ახლავს სტატისტიკა, სადაც ვკითხულობთ, რომ თალიბანმა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობისთვის 300-ზე მეტი ავღანელი თარჯიმანი და მათი ოჯახის წევრი მოკლა, ათასზე მეტი კი დღემდე იმალება.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) ფესტივალი აღდგომიდან ამაღლებამდე

16 მაისს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, XVIII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის მორიგი საღამო ალექსი მაჭავარიანის დაბადებიდან 110-ე წელს ეძღვნება.

„მისი შემოქმედების ჩამონათვალიც კი საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდეთ, რამდენად დიდ მუსიკოსთან, დიდ საზოგადო მოღვაწესთან გვაქვს საქმე, რომელსაც ყოველთვის აწუხებდა სამშობლოს ბედი და მომავალი“, –  მანანა ხვედელიძე.

ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს.

რესპონდენტი: მანანა ხვედელიძე – მუსიკოლოგი, საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) „ტექსტის ხიბლი“ – თანამედროვე ლიეტუველ ქალთა პროზა

„ტექსტის ხიბლი“ ეს არის ლიეტუვის მწერალთა კავშირისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ლიეტუვურ ენაზე გამოცემული ქართველი პროზაიკოსი ქალების ნაწარმოებები.

„მამაკაცების ხმა უფრო აქტიურად ისმის სამყაროში, ამიტომ გადავწყვიტეთ ქალი პოეტებიც მოგვეწვია ამ პროექტში და მათი ხმა გაგვევრცელებინა“, – ბირუტე იონუშკაიტე.

სტუმრები: ნანა დევიძე – მთარგმნელი,

ბირუტე იონუშკაიტე – ლიეტუვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) ქანდაკების ფესტივალი

„ნიკოლოზ კანდელაკი ქართული ქანდაკების სკოლის ფუძემდებელია. სულ რამდენიმე ქვეყანას შეუძლია დაიკვეხნოს, რომ  მისი დონის მოქანდაკე ჰყავდა“, – ლევან სალუქვაძე.

ქანდაკების ფესტივალი 16 მაისს ნიკოლოზ კანდელაკის გამოფენით იხსნება, რომელსაც მერაბ ბერძენიშვილის საერთაშორისო კულტურის ცენტრი „მუზა“ უმასპინძლებს. გამოფენა 18 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

სტუმარი: ლევან სალუქვაძე – თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) „ექსვი ნოეს კიდობანი“

მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის რადიოპიესების კრებული, რომელიც ჩვენი წინაპრების, გამორჩეული პოლიტიკური ფიგურების ბიოგრაფიების მიღმა არსებულ ამბებსა და ემოციებზე გვიყვება.

რესპონდენტი: ეკატერინე ტოგონიძე – წიგნის ავტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: