პიკის საათი - 15.11.2022
პიკის საათი - 15.11.2022

1) მსოფლიო ტრამპის განცხადების მოლოდინში

„პოლიტიკაში რაღაცები მალევე ძველდება. თუ ხალხს ახალს ვერაფერს სთავაზობ, მუხტი იკარგება. რესპუბლიკელები თვლიან, რომ ახალი ლიდერი უკვე გამოჩნდა ფლორიდის გუბერნატორის სახით, რომელმაც თავისუფლების იდეა გადაარჩინა“, – თორნიკე ბერიშვილი.

დონალდ ტრამპი 15 ნოემბერს მნიშვნელოვანი განაცხადის გაკეთებას გეგმავს. ფაქტია, რომ დემოკრატებმა სენატი შეინარჩუნეს, ხოლო კონგრესში ძალთა თანაფარდობაა 214/205-ზე რესპუბლიკელების სასარგებლოდ.

ჩართვა ამერიკიდან: თორნიკე ბერიშვილი

 

2) ლევან ვეშაპიძის ნადურიბასიანურა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქართული ტრადიციული გალობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ეთნომუსიკოლოგმა, პოლიფონიის მკვლევარმა ლევან ვეშაპიძემ, სპეციალურად ანსამბლ „ბასიანისთვის“ ნადურიბასიანურა“ შექმნა.

60 გვერდიანი ფოლკლორული ნაწარმოები თავისი საშემსრულებლო ტექნიკით, ისტორიითა და მნიშვნელობით უნიკალურია. გურული ნადური სრულიად ახალი ვარიანტია და მსმენელისთვის განსაკუთრებული სიახლეა.

რესპონდენტი: ლევან ვეშაპიძეპოლიფონიის მკვლევარი; ანსამბლ „ანჩისხატის“ სოლისტი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში ქალთა შორის

რაგბიში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის 12 ნოემბერს დასრულდა.

ჩემპიონატი გამორჩეული აღმოჩნდა თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მისდამი ინტერესი იმთავითვე მაღალი იყო.

სტუმარი: ლუკა ჭოჭუა – სპორტული ჟურნალისტი

 

4) გიტარისა და ვიოლინოს დიალოგი

მეგობრობით დაწყებული მუსიკალური დიალოგი მალე საქმედ იქცა და ახლა უკვე დუეტად იცნობს საზოგადოება.

ჩანაწერში ცოცხალ შესრულებას მოისმენთ.

სტუმრები: თაკო ასანიძე (გიტარა) და ნათია ძოწენიძე (ვიოლინო)

 

5) 304-ე აუდიტორია – უნივერსიტეტების რეიტინგი

– რეიტინგი – სტუდენტისთვის სასურველი სასწავლებლის შერჩევის გზა

– რეიტინგი – გლობალური ბრენდის ჩამოყალიბების შესაძლებლობა

რა კრიტერიუმებით დგინდება უნივერსიტეტის რეიტინგი?

ავტორი: ელენე ტუშური

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: