1) 14 დეკემბერს მსოფლიო მაიმუნების დღეს აღნიშნავს
რამდენი მაიმუნი ბინადრობს თბილისის ზოოპარკში, როგორია მათი ყოფა და ხასიათის საერთო შტრიხები ადამიანებთან?
რესპონდენტი: დათო თაქთაქიშვილი – თბილისის ზოოპარკის დირექტორის მაოდგილე სამეცნიერო დარგში.
2) „ბულბული“ – ქართული აუდიოზღაპრების პირველი აპლიკაცია
3) დალილა ცატავას „გასტრონომიული სიზმრები“
წაგიკითხავთ წიგნი, რომელიც ერთდროულად გასტრონომიული თუ ეთნოგრაფიული კვლევაა, თან კულინარიული პროზა, თან ყველაზე მტკივნეული მოგონებების საცავი?
ამოგიხსნიათ ჩვენი ქვეყნის რიტუალების მაგიური გემო და უხსოვარ წარსულში დაფლული კულინარიული საიდუმლო?
სტუმარი: დალილა ცატავა – გასტრონომიული კულტურის მკვლევარი.
4) თბილისის ქალთა გუნდის პირველი ალბომი
„თბილისის ქალთა გუნდი 17 გოგონას შეკრებით 2013 წელს დაიწყო და ახლა უკვე 28 წევრი ჰყავს. გუნდი 10 წელია ენთუზიაზმზე მუშაობს და ეს დისკიც ამ 10 წლის განმავლობაში შესრულებულ საუკეთესო მარგალიტებს აერთიანებს“, – ომარ ბურდული.
„ომარის დამსახურებით მიჩვეულები ვართ იოლად გადავერთოთ განსხვავებული სირთულის ნაწარმოებების შესრულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში სრულიად განსხვავებული პროფესიის ადამიანები ვართ“, – შორენა მეტრეველი.
პროექტი განხორციელდა კულტურის სამინისტროს მხატდაჭერით.
სტუმრები: ომარ ბურდული – თბილისის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი;
შორენა მეტრეველი – თბილისის ქალთა გუნდის წევრი.
5) გახდი სუპერგმირი
Supergmiri.ge – პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, ვინც თვლის, რომ ყველა იმსახურებს ლამაზ ბავშვობას და სურთ, რომ ამაში თავიანთი წვლილიც შეიტანონ.
რესპონდენტი: მარიამ წერეთელი – პროექტის ხელმძღვანელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: