1) ქართული გვარების ისტორია
ქართული გვარ-სახელები ფუძეების მიხედვით ძირითადად ოთხ ჯგუფად იყოფა: ეპონიმიურ, ეთნონიმიურ, გეოგრაფიულ და პროფესიულ გვარ-სახელებად.
ამ ოთხი ჯგუფიდან პრიორიტეტი ეპონიმიურს ეკუთვნის. ეპონიმიურის ყველა ის გვარი, რომელსაც საფუძვლად ინდივიდუალური სახელი უდევს.
რესპონდენტი: მიხეილ ლაბაძე – ქართველოლოგი
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) საბინა ჭანტურია
ახალგაზრდა შვედ-ქართველი მომღერალი, მრავალფეროვანი გამოცდილებით, რომელიც თინეიჯერობიდან ქმნის საავტორო მუსიკას.
საბინამ 2022 წლის აგვისტოში ახალი მუსიკალური ვიდეოკლიპი Blood On Your Hands გამოუშვა, რომელიც ომს ეხება. როგორც თავად ამბობს, უბრალო ადამიანებისთვის, ვინაიდან ყველაზე დიდ ფასს ომში სწორედ ისინი იხდიან.
რესპონდენტი: საბინა ჭანტურია – მუსიკოსი
ავტორი: ელენე ტუშური
3) სათვალის ტარების კულტურა
– ოპტიკური სათვალის შერჩევა და ოფთალმოლოგთან ვიზიტის კულტურა;
– სტანდარტული მზა ოპტიკური სათვალეების უარყოფითი მხარეები;
– მზისა და ელექტრონული მოწყობილობების გამოსხივებისგან დამცავი სათვალეების საჭიროება.
რესპონდენტი: მარიამ აღდგომელაშვილი – ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგი
ავტორი: მარიამ ჩოჩია
4) განათლება და კომპიუტერული თამაშები
დღეს, როცა ბავშვებს კომპიუტერული თამაშები აინტერესებთ, აუცილებელია განათლების მიღების ფორმა შეესაბამებოდეს მათ ინტერესებს. სწავლის პროცესი კომპიუტერული თამაშების დახმარებით ბავშვებისთვის სახალისო და პროდუქტიულია.
საყურადღებოა, რომ კომპიუტერული თამაშები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან საგანმანათლებლო კომპონენტის ხარისხით. ამიტომ საჭიროა მათი სწორად შერჩევა არა მხოლოდ ხარისხის, არამედ ასაკობრივი მახასიათებლებითაც. მით უფრო, რომ ბავშვებში დამოუკიდებლად სწავლის ასაკი საგრძნობლად შემცირდა.
სტუმარი: სანდრო ასათიანი – უნილაბის დირექტორი
5) „ისმის ჩემი ხმა?“
„დღეს ომი პირდაპირ ეთერშია, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ სიკვდილს… ამიტომ, თითოეული ხმა, რომელიც გვესმის, უკვე ძვირფასია“ – ნატო ინგოროყვა.
ნატო ინგოროყვას ახალი პოეტური კრებული „ისმის ჩემი ხმა?“ ქართულიდან გერმანულ ენაზე თარგმნეს კატია ვოლტერსმა და მაია ჰერცოგმა. წიგნს 21 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარადგენს გამომცემლობა corvinus presse, ხოლო 29 ოქტომბერს – ბერლინში.
კრებულის შთაბეჭდილებით ლევან ბერძენიშვილი იტყვის: „იყო ეგნატე ინგოროყვა, ნინოშვილი, კარგი მწერალი. იყო პავლე ინგოროყვა, უკეთესი მეცნიერი. საჭირო იყო მესამე ინგოროყვა, საუკეთესო პოეტი. ღმერთს არ ჩასძინებია“
სტუმარი: ნატო ინგოროყვა – პოეტი
6) „ფოლადის მაგნოლიები“ – მოლარეობიდან პრემიერ-მინისტრობამდე
„თავს მისაბაძ ადამიანად არ ვგრძნობ. ვფიქრობ, პატივისცემას უნდა იმსახურებდეს არა ერთი რომელიმე კონკრეტული პირი, არამედ ყველა ის, ვინც პრობლემების აღმოსაფხვრელად ძალას არ იშურებს“, – სანა მარინი ფინეთის ისტორიაში შევიდა, როგორც მესამე ქალი პრემიერი და ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი.
ავტორი: სოფო გოდუაძე
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: