1) პროფესიული განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში
- კონტენტის შემქმნელი
- ხმის ოპერატორი
- განათების ტექნიკოსი
- სარეკლამო ფოტოგრაფი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის პროფესიული პროგრამები, რომლებიც შექმნილია „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ თანამშრომლობით, რაც წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობას იძლევა.
სტუმრები: ზურაბ ოშხნელი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორი,
თამარ შუბლაძე – პირველი არხის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
2) მეკლდეური ლაზარე კომახიძე ბავშვების ინტერესებისთვის
ლაზარე კომახიძემ პირველი მეკლდეურთა კლუბი 2015 წელს დაარსა ნიქოზში.
პანდემიის დროს კი, როდესაც ყველაფერი გაჩერდა, ბედიანის მეკლდეურთა კლუბს ჩაუყარა საფუძველი.
დღეს კი, თეთრიწყაროს ახალგაზრდებისთვის, თეთრიწყაროს მეკლდეურთა კლუბის შექმნაზე მუშაობს.
რესპონდენტი: ლაზარე კომახიძე – საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი, ნიქოზის, ბედიანის და თეთრიწყაროს მეკლდეურთა კლუბების დამფუძნბელი
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
3) ეფროსინე კლდიაშვილი – ქუთაისის თეატრის მესაძირკვლე
1913 წელს, დიდი ქართველი მსახიობის, ლადო მესხიშვილის იუბილეზე, აკაკი წერეთელი იტყვის:
,,…მაშინ ქართველ ქალს საზოგადოდ ეთაკილებოდა სცენაზე გამოსვლა. ამ დროს თბილისში მივიწყებული იყო თეატრი, თითქოს იქ მოთხოვნილება არც კი ყოფილიყო… სცენაზე თამაში და ლეჩაქის მოხსნა ერთი და იგივე იყო… 60-იანი წლების წარმოდგენებზე ქუთაისში ხალხი ბლომად დაიარებოდა, რადგანაც მუდმივად თამაშობდა ეფრო კლდიაშვილი, იმ დროში შესანიშნავი მსახიობი… „ – ეს იყო დიმიტრი ყიფიანის ძმიშვილი, ეფროსინე კლდიაშვილი, რომელსაც თანამედროვეებმა, „ქუთაისის თეატრის დედა“ შეარქვეს!
სტუმარი: ნინო სადღობელაშვილი – მწერალი, დრამატურგი.
4) „ჯადოსნური ყვავილი“ – ეკა მუხაძის ნამუშევრების სოლო გამოფენა ლევან ანჯაფარიძის ინსტალაციებით
ეკა მუხაძის ნამუშევრების სოლო გამოფენისთვის ინსტალაციები კინორეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ შექმნა.
გამოფენა, რომლის ინსპირაციაც ერთ კონკრეტულ ყვავილს უკავშირდება, ქალაქისა და სოფლის ინტეგრაციის იდეის მხარდასაჭერად მომზადდა.
სტუმრები: ეკა მუხაძე – მხატვარი, ლევან ანჯაფარიძე – კინორეჟისორი.
5) 10 ნოემბერი მეცნიერების დღეა
„ქვეყანა, რომელსაც მეცნიერებისთვის არ ცხელა, მომავალი არ აქვს!“, – ვლადიმერ პაპავა.
განათლების 22 წელია მსოფლიო მეცნიერების საერთაშრისო დღეს აღნიშნავს.
UNESCO-ს ეგიდით დაწესებულ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, როგორც საქართველოში წარმოებული მეცნიერული კვლევების კოორდინატორი და საქართველოს მთავრობის სამეცნიერო მრჩეველი.
სტუმარი: ვლადიმერ პაპავა – აკადემიკოსი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი.
6) კომედიის ფესტივალი 2023 რუსთავის თეატრში
ფესტივალი ხორციელდება რუსთავის მერიის მხარდაჭერით.
ჩართვა: მაია ღუღუნიშვილი – ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: