პიკის საათი - 10.11.2022
პიკის საათი - 10.11.2022

1) სტუდენტური დილა

ენერგიული, შთაგონებითა და დადებითი ემოციებით დატვირთული სასიამოვნო დილა, კიდევ ერთი ბედნიერი დღის საწინდარია. თუმცა, დილის განწყობა მაინც ინდივიდუალური და განსხვავებულია.

რესპონდენტები: თამარ ბენაშვილი, ელენე ბახუტაშვილი, ანა გარუჩავა- სტუდენტები

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) 100 წლის შემდეგ

საუკუნის წინანდელი ნახატებით ნაწინასწარმეტყველები 21-ე საუკუნის მსოფლიო, საზოგადოების მოლოდინი და დღევანდელი მეცნიერული მოსაზრებები დედამიწის მომავალზე.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) ლილი იოსელიანი – 100

„ლილი იოსელიანის სიცოცხლეში სამჯერ გაიმართა მისი იუბილე. თუმცა, სამივე ჯერზე მოტყუებით გვყავს მიყვანილი. რაც მთავარია, ეს თარიღი არასოდეს ემთხვეოდა 25 მარტს, რადგან იოლად მიგვიხვდებოდა“, –  დიმიტი ხვთისიაშვილი.

11 ნოემბერი მოზარდ მაყურებელთა თეატრის დაბადებს დღეა. ეს დღე თეატრში ლილი იოსელიანის 100 წლის იუბილეთი აღინიშნება. საღამოზე შედგება წიგნისა და ფილმის „ლილი იოსელიანი“ წარდგენა.

სტუმარი: დიმიტრი ხვთისიაშვილი – მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; საღამოს ორგანიზატორი

 

4) პირველი არხის მარკა

10 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, „საქართველოს ფოსტა“ ტელემაუწყებლობის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით პირველი არხის მარკის პრეზენტაციას გამართავს. მარკის ესკიზზე „საქართველოს ფოსტამ“ და პირველმა არხმა ერთობლივად იმუშავეს.

მარკა უკვე მიმოქცევაშია და მსურველებს მისი შეძენა „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ.

სატელეფონო ჩართვა: თინათინ ბერძენიშვილი – პირველი არხის გენერალური დირექტორი

 

5) შოთა იმერლიშვილის პერსონალური გამოფენა

„ზოგჯერ ერთი ღიმილიც საკმარისია, რომ სამყარო უფრო მწვანე და უფრო მზიანი იყოს“, – შოთა იმერლიშვილი.

10 ნოემბერს 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში შოთა იმერლიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. 30 წლის მხატვრის დებიუტი 1999 წელს, 8 წლის ასაკში შედგა, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა. მხატვარს ბევრ პრესტიჟულ, ცნობილ სახელოვნებო კონკურსსა თუ გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა.

2019 წელს, The Jose Art Gallery-იმ ქალაქ ნიუ იორკში, შოთა იმერლიშვილის ნახატი საუკეთესო ნამუშევრად აღიარა. 2022 წლის სექტემბერში კი, ციურიხში, შვეიცარიაში, Swiss Art Expo-ზე გამოფენილი გახლდათ მხატვრის ნამუშევარი სახელწოდებით – The Balance.

2022 წლის ოქტომბერში შოთა იმერლიშვილის ნახატი 30 საუკეთესო ნამუშევარს შორის ბრიუსელში, სახელოვნებო ჟურნალ Bruxel Art Vue-ში გამოქვეყნდა.

სტუმარი: შოთა იმერლიშვილის – მხატვარი

 

6) „ფოლადის მაგნოლიები“ – ირლანდიის პირველი ქალი პრეზიდენტი

„ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, რადგან ჩემი გზა მქონდა ნაპოვნი და ისიც ზუსტად ვიცოდი, ისეთივე შესაძლებლობები მქონდა, როგორც ნებისმიერ მამაკაცს. ვიმედოვნებდი, რომ რაღაცებს უკეთაც გავაკეთებდი“, – ასე იხსენებს ინაუგურაციის დღეს მერი რობინსონი, ირლანდიის პირველი ქალი პრეზიდენტი, ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი.

ავტორი: სოფო გოდუაძე

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: