1) მარისა პარედესი – ესპანური თეატრისა და კინოს ვარსკვლავი საქართველოს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ფარგელებში ესტუმრა
პარედესი ესპანური თეატრისა და კინოს ვარსკვლავია, რომელსაც წარმატების მიღწევაში პედრო ალმადოვარი დაეხმარა.
8 ოქტომბერს საქართველოს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ფარგლებში ქალ მსახიობებს შეხვდება, მათ შეეძლებათ მარისა პარედესის მასტერკლასს სრულიად უფასოდ დაესწრონ.
რესპონდენტები: გაბრიელ ნაპოლეონე – ჟურნალისტი; ლიზა ალფაიძე – კინომცოდნე; ნინო მხეიძე – ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის დირექტორი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
2) „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ – სეზონური კვება
„ადამიანის ორგანიზმი მძიმე ინფორმაციულ ნაკადში იმყოფება, მაგრამ მაინც ახერხებს ორიენტირებას, რადგან ის იმაზე ბრძენია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ჩვენი ადაპტაციის უნარი ჩვენი გადარჩენის წინაპირობაა“, – მარი მალაზონია.
საკვების ენაზე ნათარგმნი კალენდარული სეზონები და კვებაში დაშიფრული ჯანმრთელობის გასაღები მარი მალაზონიას რუბრიკაში.
ავტორი: მარი მალაზონია – ნუტრიციოლოგი; პროფესორი.
3) XXI საუკუნის ფოსტა
საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნა მარკა.
8 ოქტომბერს მსოფლიო ფოსტალიონის დღეს აღნიშნავს, 9 ოქტომბერი კი საერთაშორისო კალენდარზე ფოსტის დღეა.
სტუმარი: მაგდა სანიკძე – საქართველოს ფოსტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
4) ლიტერატურული და შემოქმედებითი სახელოსნოები მოზარდებისთვის
1 ნოემბრიდან ერთი წლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას, მწერალთა სახლში ორი საავტორო შემოქმედებითი სახელოსნო გაიხსნება – ნინო ქადაგიძის ლიტერატურული სახელოსნო 7-11 წლის ბავშვებისთვის და ანა გიორგობიანის შემოქმედებითი სტუდია 12-15 წლის მოზარდებისთვის.
სტუმრები: ნინო ქადაგიძე – საბავშვო ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; ანა გიორგობიანი – ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
5) ნინია სადღობელაშვილი სერბეთის მწერალთა ასოციაციის პრემიის „მორავა“ ლაურეატი გახდა
„სერბული ენა ჩიტების ენას მივამსგავსე. გავუზიარე კიდეც მასპინძლებს, მოჟღურტულე ენაა-მეთქი. სამაგიეროდ თქვენი ენა არ გავს არაფერს და სრულიად უნიაკლურიაო, მიპასუხეს“, – ნინია სადღობელაშვილი.
6-8 ოქტომბერს სერბეთის ქალაქ მრჩაევცში გამართულ პოეზიის საერთაშორისო ღონისძიებაზე International Poetry Event მწერალთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ნინია სადღობელაშვილს ჯილდო პირადად გადასცეს.
მისი ლექსები ითარგმნა სერბულ ენაზე და მოეწყო შეხვედრა მკითხველთან. აღსანიშნავია, რომ პრემია „მორავა“ ერთადერთი საერთაშორისო ჯილდოა, რომელსაც სერბეთის მწერალთა ასოციაცია 24 წელია გასცემს.
ნინია სადღობელაშვილის სახელი პრემიის ლაურეატთა სიმბოლურ კედელზე ამოიტვიფრა.
რესპონდენტი: ნინია სადღობელაშვილი – მწერალი.
6) „მზის ალუბლები“ – როსტომ ჩხეიძის ლექსები პროზად
„არსებობს ლიტერატურული კოლექციები. შტეფან ცვაიგი გრავიურებს აგროვებდა; ჰაინრიხ ბიოლის პერსონაჟი აგროვებს დუმილს; ორჰან ფამუქის გმირი – საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ ნივთებს; დაჩა მარაინის პერსონაჟი ხმებს აგროვებს; გალაკტიონმა დღიურში მოუყარა თავი, რაც კი ჩხუბი და ცემა-ტყეპა მომხდარა მწერლებს შორის; გიორგი ლეონიძეს ენათა მრავალხმოვანებისა და ტკბილი სიტყვების კოლექცია აქვს შეგროვებული; სერგო კლდიაშვილის გმირი რას აგროვებს? – ლანდებს; სანდრო ცირეკიძისა? – კონვერტებს, რომლებშიც მთვარის შუქი უნდა გამოამწყვდიოს; ვახტანგ ჯავახაძის ლირიკული გმირი – ციტატებს; გოდერძი ჩოხელისა – დარდებს. მე ღიმილები შევაგროვე“, – როსტომ ჩხეიძე.
რესპონდენტი: როსტომ ჩხეიძე – მწერალი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: