პიკის საათი - 08.05.2024
პიკის საათი - 08.05.2024

1) სპორტული ორიენტირების მსოფლიო დღე

სპორტული ორიენტირების სპორტის სახეობად ჩამოყალიბების ისტორია, ფიზიკური და გონებრივი განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.

სტუმრები: ანატოლი კორეპანოვი – ორგანიზაციის „სპორტი განვითარებისთვის-საქართველო“ – თანადამფუძნებელი, მკვლევარი; ალექსანდრე გეგეშიძე – სპორტსმენი.

 

2) „ბომბორას“ ახალი სიცოცხლე

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში პატარა მკითხველსა და მაყურებელს ორი სიურპრიზი ელის: კარლო და არჩილ სულაკაურების თანაავტორობით 1968 წელს შექმნილი, გივი კერვალიშვილის ილუსტრირებული ზღაპრის, „ბომბორას“ წიგნის პრეზენტაცია და სპექტაკლის პრემიერა.

სტუმარი: რაჟდენ კერვალიშვილი – რეჟისორი.

 

3) ევროვიზიის ტრანსლაციის სპეციფიკა

რესპონდენტი: ნიკა ლობილაძე – ევროვიზიის კომენტატორი.

 

4) მედია ინკლუზიისთვის

შეზღუდული შესაძლებლობის გლობალური ფორუმი ვაშინგტონში და ახალი შესაძლებლობა შშმ პირებისთვის.

რესპონდენტი: ესმა გუმბერიძე – „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარე.

 

5) სალომე ჯიქია თბილისისა და მსოფლიოს ოპერის სცენებზე

„უდიდესი პატივი, სიხარული და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა იყო ლა სკალას სცენაზე გამოსვლა, როსინის გრანდ ოპერაში „ვილჰემ ტელი“ ვასრულებდი მატილდას პარტიას, 6 სპექტაკლი ვიმღერე“.

რესპონდენტი: სალომე ჯოქია – ქართველი სოპრანო.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: