1) ჯო ბაიდენის ყოველწლიური ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში
– აშშ-ის საშინაო პოლიტიკის ნიუანსები.
– აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინას.
– აშშ-ის გაფრთხილება ჩინეთს.
– რესპუბლიკელების საპასუხო რეაქცია – „ბაიდენი ხალხის მხარდაჭერას არ იმსახურებს, რადგან ყველაფერი, რაც მან თქვა ტყუილია. ის არ არის ნამდვილი ლიდერი“.
სატელეფონო ჩართვა ვაშინგტონიდან: ანა კალანდაძე – „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ხელმძღვანელი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
2) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 105 წლისაა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 105-ე წლისთავს ღონისძიებების კვირეულით შეხვდა, რომელშიც ყველა ფაკუკტეტი სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული.
• სტუდენტთა ესეების კონკურსის „ჩემი უნივერსიტეტი“; მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების პრეზენტაცია;
• ზამთრის სკოლა „რა არის უნივერსიტეტი“;
• თსუ-ისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთობლივი კონფერენცია, რომელიც დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წლისთავს მიეძღვნა;
• თსუ საიუბილეო მარკის პრეზენტაცია.
რესპონდენტები: ნინო პოპიაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, თსუ 105 საიუბილეო ღონისძიებების კოორდინატორი; სანდრო ტაბატაძე – თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი; მარინა ლომოური – თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი; ზურაბ გაიპარაშვილი – თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
ავტორი: ელენე ტუშური
3) წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციები სტიქიის პირისპირ
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თურქეთისა და სირიის წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ ორგანიზაციებთან მუდმივი კოორდინაციით უმკლავდება მიწისძვრის შედეგებს.
სოლიდარობის ორგანიზაციული და სამოქალაქო კულტურის დეტალები.
სტუმარი: კახა მამულაძე – საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე, კატასტროფების მართვის სამსახურის უფროსი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
4) გზა ენის შესწავლიდან სინქრონულ თარგმნამდე
„ლიტერატურის თარგმნისას, თითქოს, საკუთარ გამოქვაბულში ხარ გამოკეტილი. სინქრონული თარგმანისას კი სცენაზე ხარ და ცოტა არტისტულიც უნდა იყო“, – სალომე ჯაფიაშვილი.
უცხო ენების შესწავლის ინტერესით დაწყებული გზა, რომელმაც სალომე ჯაფიაშვილი თარჯიმნის საინტერესო ცხოვრებამდე მიიყვანა.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
5) წალკის მუნიციპალიტეტში ქალთა ორგანიზაცია „ბანი“ დაფუძნდა
ერთი წლის წინ წალკაში სახელოვნებო სკოლა „ალუბლის ბაღი“ გაიხსნა და ბევრი ახალგაზრდისთვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა.
მრავალშვილიანი დედა ახალ გამოწვევევებს არ უშინდება და, ამჯერად, პირველად წალკის მუნიციპალიტეტის ისტორიაში, სახელოვნებო სკოლის ბაზაზე, ქალთა ორგანიზაცია „ბანი“ დააფუძნა. ორგანიზაციის პირველი ღონისძიება სიღარიბის აღმოფხვრის სურვილით დაიწყო.
რესპონდენტი: ნინო ბერიანიძე – მუსიკოსი; ფილოლოგი; სახელოვნებო სკოლა „ალუბლის ბაღის“ დამფუძნებელი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: