1) ერეკლე II – 303
მეფე ერეკლეს მიერ ინდოეთიდან გამოგზავნილი წერილი დას – ანას, მეფის მიმოწერა ეკატერინე II – თან და თურქეთის დიდ ვეზირთან – წყალობის სიგელები, ბრძანებები, წერილები – ერეკლე II -ის მიერ გაცემულ საბუთებს თავი ისტორიკოსმა იოსებ ბიჭიკაშვილმა მოუყარა.
რესპონდენტი: იოსებ ბიჭიკაშვილი – ისტორიკოსი, წიგნის ავტორი.
2) სამდინარო-საზღვაო ნაოსნობა საქართველოში
სამდინარო-საზღვაო ნაოსნობის 2500-წლიანი გზა.
მდინარე რიონზე ვიკინგებისა და ოსმალების ხელმოცარული ლაშქრობები, მენავეობა-მეტივეობის დასაწყისი საქართველოში, ნაოსნობა მტკვარზე, დედაქალაქის სამდინარო ტრამვაი და განუხორციელებელი პროექტები.
სტუმარი: თემურ ჩაჩანიძე – წიგნის ავტორი.
3) ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი
9 ნოემბერს,19:00 სთ-ზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფესტივალის ფარგლებში პირველი კონცერტი გაიმართება! წლევანდელ ფესტივალზე, ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის შემსრულებელი ანსამბლების გარდა, თბილისის ისტორიისთვის დამახასიათებელი ეთნიკური ჯგუფებიც მიიღებენ მონაწილეობას.
სტუმრები: დავით ცინცაძე, მაია მიქაბერიძე – ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები;
წმ ანდრია პირველწოდებულის ტაძართან არსებული ანსამბლი „ფშავრობი“; ლევან ხელაშვილი – ანსამბლის ხელმძღვანელი.
4) „ყველაფერი შენი კბილების შესახებ“
პირველი სტომატოლოგიური წიგნი-რვეული ბავშვებისთვის და მშობლებისთვის.
თქვენ პატარებთან ერთად შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი კბილების შესახებ და ამავდროულად სახალისო თამაშებით, თავსატეხებით, გასაფერადებლებით გაართოთ ბავშვები.
სტუმარი: გვანცა ფეტელავა – წიგნის ავტორი, ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: