პიკის საათი - 05.04.2024
პიკის საათი - 05.04.2024

1) „სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2024“

ყოველწლიური ღონისძიება „სამეწარმეო განათლების ფესტივალი“ 6 აპრილს დაიწყება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მეწარმეობის სწავლების პროცესში შექმნილი, მოსწავლეთა 30 კომპანია მიიღებს მონაწილეობას, რომელთაც სასწავლო პროცესის პარალელურად ჩამოაყალიბეს კომპანიები და სხვადასხვა ინოვაციურ, კრეატიულ პროდუქტს აწარმოებენ.

რესპონდენტები: ეკა გეგეშიძე – „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ გენერალური დირექტორი;

ელენე ლაცაბიძე – ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანია „დიდოსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი;

ანრი მელაძე – ქალაქ ბათუმის №16 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანია Liffly-ს აღმასრულებელი დირექტორი;

ია მიხელიძე – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანია Zumi epoxy art-ის მასწავლებელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) ბასიანის კულტურის ძეგლების კატალოგი

„კატალოგში შესულია ბასიანის მხარეში (თურქეთის რესპუბლიკა) ჩვენი ჯგუფის მიერ ჩატარებული საკვლევი ექსპედიციებისას მოპოვებული მასალა აქ შემორჩენილი კულტურის ძეგლების შესახებ.

ჩვენ მიერ შესწავლილია 200-მდე სოფელი და მათი შემოგარენი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიული მხარის ძეგლების შესახებ კვლევა პირველად ქვეყნდება“.

სტუმარი: ლევან წიქარიშვილი – ისტორიული გეოგრაფიის მკვლევარი.

 

3) სიზმრის ინტერპრეტაცია

რატომ ვხედავთ სიზმრებს?

რას გვაუწყებენ ისინი?

რა ფუნქციას ასრულებს სიზმრის ფენომენი ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში?

სტუმარი: მაია ბადრიძე – მთარგმნელი, გერმანისტი.

 

4) ქისტები საქართველოში

„ეს არის გამორჩეული ეთნოსი, რომელთაც, ისტორიის მანძილზე, არასოდეს უღალატიათ ამ ქვეყნისთვის. ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით ცხოვრობენ, მათ აქვთ საკუთარი კანონები, თუმცა ემორჩილებიან ამ ქვეყნის კანონმდებლობას.

თავიანთი გამორჩეული დამოკიდებულებითა და ამ ქვეყნისადმი სიყვარულით გახდნენ განსაკუთრებული პერსონაჟები ქართულ მწერლობასა თუ პოეზიაში.“

რესპონდენტი: მექა ხანგოშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

 

5) სავალდებულოა თუ არა წვნიანი?

„წვნიანი არ არის სავალდებულო, წვნიანი არ არის ის აუცილებლობა, რომელიც რეცეპტურულად უნდა გავწეროთ. წყალუხვი პროდუქტების სწორი ჩართულობა გვაძლევს წვნიანების კომპენსაციის საშუალებას“

„თუ ბოსტნეულის წვნიანს ვამზადებთ ალუმინის ქვაბში, რომელიც გაუთავებლად თავახდილია მომზადების პროცესში და დუღს ხანგრძლივი დროით, ჩვენ, პრაქტიკულად, საკვები ნივთიერებებისაგან დაცლილ სითხეს ვიღებთ.“

რესპონდენტი: მარი მალაზონია – ექიმი, ნუტრიციოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: