დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წელი გავიდა, როგორ აღნიშნავენ იუბილეს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში და როგორ გამოიყურება განახლებული საგამოფენო სივრცე?
ასევე რომელ ჩანაწერებს მოიცავს დისკი, რომელიც პირველმა არხმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნა?
გადაცემის სტუმრები: ნინი სანადირაძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი; დათო კიკნაველიძე – მხატვარი, ანიმატორი.
სატელეფონო ჩართვა: ზურაბ კანდელაკი – რადიოთეატრის რეჟისორი.
გადაცემის წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
გადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.