მსოფლიოს ამბები - მასშტაბური კიბერთავდასხმა საქართველოში
- 28 ოქტომებერს საქართველოში მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა. 15 000-ზე მეტი ვებ გვერდი დროებით გათიშული იყო და ამ გვერდებზე ჰაკერებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურთი განათავსეს. პარალალაურად, დამნაშავეებმა შეძლეს საქართველოს პრეზიდენტის ვებ გვერდის მწყობრიდან გამოყვანა და შეაღწიეს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რამდენიმე კერძო ტელეკომპანიის შიდა ქსელშიც. მსგავი კიბერთავდასხმები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ხდება. ეს იერიშები ე.წ. ჰიბრიდული ომის ნაწილი გახდა. რა საფრთხეების წინაშე დგას კაცობრიობა და საქართველოში განხოციურლებული თავდასხმის შესახებ ჩვენ ვესაუბრეთ ავსტრალიელ პროფესორ – მეტ უორენს, რომელიც მელბურნში მდაბარე დიკინის უნივერისტეტის კიბერუსაფრთხოების კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე გახლავთ.
- სირია თურქეთის საზვარზე რუსეთისა და თურქეთის ერთობლოვი პატრულირება დაიწყო. მიუხედავად ამისა იყო რამდენიმე ინციდენტი. ისმოდა სროლის ხმაც. პარალელურად გერმანია გამოვიდა ინიციატივით თურქეთ სირიის საზღვარზე „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობაში ჩაერთოს ნატო. ამ თემაზე ვესაუბრეთ „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე პრეზიდენტს – ბათუ ქუთელიას.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: