მსოფლიოს ამბები - 6 დღიანი პაუზა თურქეთ-სირიის საზღვარზე
მსოფლიოს ამბები - 6 დღიანი პაუზა თურქეთ-სირიის საზღვარზე

რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტის მიერ მიღწეული შეთანხმების შემდეგ სირიისა და თურქეთის საზღვარზე სამხედრო ოპერაცია კიდევ 150 საათით შეჩერდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად პუტინმა და ერდოღანმა 10 პუნქტიანი მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიის შიგნით. 30 კილომეტრის სიღრმეში, მოწყობილი ე.წ. „უსაფრთხოების ზონის“ მიღმა რუსული სამხედრო პოლიცია და სირიის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები განლაგდებიან. 6 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ კი რუსეთ-თურქეთის ძალები ერთობლივი პატრულირებას დაიწყებენ. თურქეთ-სირიის საზღვარზე იმყოფებოდა პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი. ჩვენი სტუდიის სტუმარი დღეს გახლავთ ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: