მსოფლიოს ამებები - ტრმაპის „საუკუნის გარიგება“ და რუსეთ-ბელარუსის დავა
- ტრამპის „საუკუნის გარიგება“ – აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა წარადგინა. მისი ინიციატივით, ისრაელის დედაქალაქად უნდა დარჩეს იერუსალიმი, ხოლო პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად კი იერუსალიმის აღმოსაველთ ნაწილი უნდა გამოცხადდეს. ისრაელის პრემიერ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხდა, რომ მისი გეგმა შესაძლოა, „ბოლო შანსი“ იყოს პალესტინელებისთვის. რას მოიცავს აშშ-ის პრეზიდენტის ინიციტივა და რატომ გამოიწვია ამ გეგმამ ვნებათაღელვა ახლო აღმოსავლეთში. ამ თემაზე ვესაუბრეთ ილიას უნივერსიტეტის აღმოსაველთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარს სიმონ გურეშიძეს.
- ბელარუსსა და რუსეთს შორის ნავთობის შესახებ დავა გრძელდება. ამ ფონზე მინსკმა უკვე შეისყიდა ნავთობის პირველი პარტია ნორვეგიიდან. მიმდინარეობს მოლპარაკებები სხვა სახელმწიფოებთანაც. მათ შორის მოლპარაკებები მიმდინაროებს აშშ-თან და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ღიად აცხადებს, რომ მოსკოვი ნავთობის ფასით მინსკზე ზეწოლას ცდილობს, თუმცა მისივე თქმით, ბელარუსი სუვერენიტეტს არასდროს დათმობს. ამ ფონზე უკრაინაში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. მოსკოვისა და მინისკის დავაზე ვესაუბრეთ ბელარუს მიმომხილველ არტიომ შრაიბმანს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: