მსოფლიოს ამბები - „ვადამდელი არჩევნები უკრაინაში და გაჭიანურებული „ბრექსითის“ გამო გადამდგარი ტერეზა მეი“
„არ დაკიდოთ კაბინეტებში პრეზიდენტის სურათი, ჩამოკიდეთ შვილების ფოტოები და ყველა გადაწყვეტილების წინ შეხედეთ მათ თვალებში.“ – ეს ფრაზა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა გასულ კვრიას გამართულ იანუგურაციაზე თქვა, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. პარლამენტში გამოსვლისას ძოუმენმა მკაცრად გააკრიტიკა ყოფილი ხელისუფლება და რამდენიმე მაღალჩინოსნის გადადგომა მოითხოვა. ამას მოჰყვა ზელენსკის პირველი განკარგულება – პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. უკვე ცნობილია, რომ რადას არჩევნები 21 ივლისს გაიმართება, მანამდე კი ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკოპლექტებას შეუდგა. რას ელის უკრაინელი ამომრჩეველი და რა გამოწვევების წინაშე დგას ვლადიმირ ზელენსკი. ამ თემაზე ვესაუბრეთ უკრაინელ პოლიტოლოგ, პოლიტიკური კვლევების ცენტრ „პენტას“ ხელმძღვანელ ვლადიმირ ფესენკოს.
„ბრექსითი ნიშნავს ბერქსითს“ – ეს არის ის ცნობილი ფრაზა, რომლითაც მსოფლიოს გაერთიანებული სამეფო პრემიერი მინისტრი ტერეზა მეი დაამხსოვრდება. თუმცა, ის ვერ შევა ისტორიაში, როგორც მთავრობის მეთაური, რომლის დროსაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა. ამ საქმის დასრულება სხვას მოუწვეს. ტერეზა მეი თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს. კონსერვატიული პარტიის შიგნით ახალი პერმიერ მინისტრის შესარჩევად კონსულტაციები უკვე დაწყებულია. კანდიდატებს შორის არიან ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი. გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემეირის ვინაობა სავარაუდოდ ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი. დიდი ბრიტანეთში მიმდნარე პოლიტიკურ პროცესებსა და „ბრექსითის“ მომავალზე ლონდონის დედოფალ მარიამის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმ ბეილი.