მსოფლიოს ამბები - „აღმოსავლეთ პარტნიორების“ იუბილე და ერთი წელი სომხეთის რევოლუციიდან
მსოფლიოს ამბები - „აღმოსავლეთ პარტნიორების“ იუბილე და ერთი წელი სომხეთის რევოლუციიდან

13-14 მაისს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის დაწყებიდან ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილი მინისტერიალი და მაღალი დონის კონფერენცია გაიმართება. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა 2009 წელს დაიწყო და ის ექვსი ქვეყნის საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის და მოლოდვას მხარდაჭერას და ევროკავშირთან დაახლოებას ისახავს მიზნად. ევროკავშირის შეფასებით საქართველო ამ პროგრამის ერთ-ერთი ლიდერია. რა მიღწევები აქვს საქართველოს და რა გამოწვევების წაინაშე დგას, ამის შესახებ ბელგის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს სრულუფლებიან ელჩს და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელ ნატალი საბანაძეს ვესაუბრეთ.

ერთი წლის წინ 8 მაისს სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად შეცვალეს მთავრობა და პრემეირ-მინისტრი ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი გახდა. დეკემბერში გამრთული ვადამდელი საპარალმენტო არჩევნების შემდეგ ფაშინიანი ბლოკმა ჩემი ნაბიჯი მოქალაქეების 70 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. გამართლდა თუ არა სომხეთის მოქალაქეების იმედები და რა შეიცვალა რევოლუციის შემდეგ სომხეთში, ამის შესახებ ვესაუბრეთ სომეხ პოლიტოლოგ აიკ მარტიროსიანს.