თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით, „მშვიდობის წყარო“ წამოიწყო. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ უკვე შეძლეს ათობით ტერორისტის განადგურება. სამხედრო მოქმედებების დროს დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და თურქი სამხედროებიც. სამხედრო ოპერაციამ მთელ მსოფლიოში ვნებათაღელვა გამოიწვია. ევროკავშირმა მოუწოდა ანკარას შეწყვიტოს ცალმხრივი სამხედრო ქმედებები მეზობელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე. აშშ-ში განაცხადეს, რომ თურქეთის ოპერაციას მხარს არ უჭერენ და მოუწოდებენ ანკარას არ გადავიდეს „დაშვებულ ზღვარს“. ვაშინგტონში მოითხოვენ, რომ ანკარამ უზრუნველყოს მშვიდობიანია მოქალაქეების უსაფრთხოება და არ დაუშვას ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევება. სირიაში სამხედრო ოპერაციის შესახებ თურქეთის პოზიციაზე ჩვენ ვკითხეთ თურქ პოლიტოლოგ ტოგრულ ისმაილს. ასევე ვესაუბრეთ „მოამბის“ ჟურნალისტ გივი ბარამიძეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: