მსოფლიოს ამბები - საქართველოს პერსპექტივა „ნატოში“ და აშშ-ის სანქციები ირანს
4 აპრილს ნატო სამოცდაათი წლის გახდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იუბილეზე ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვრცელი წერილი გამოქვეყნა, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს ეხებოდა. „ნატოს“ და საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის საკითხებზე მოუსმინეთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ანდერს ფოგ რასმუსენთან.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. დონალდ ტრამპის თქმით, ეს გადაწყვეტილება ირანზე ზემოქმედების გაძლიერებას ემსახურება. აშშ-ის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ამერიკის კონგრესში მკაცრი განცხადებების მიზეზი გახდა. სენატორებმა ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან ომის საფრთხეც შეახსენეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საპასუხოდ ირანმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა. ამ თემაზე აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გიორგი სანიკიძეს ვესაუბრეთ.