მსოფლიოს ამბები - უკრაინის არჩევნები, აქციები ინგუშეთში და გოლანის მაღლობები
მსოფლიოს ამბები - უკრაინის არჩევნები, აქციები ინგუშეთში და გოლანის მაღლობები

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების ყველაზე რეალური შანსი სამ კანდიდატს აქვს. ესენია: მსახიობი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი, პარტია „ბატკივშინა“-ს ლიდერი და უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. თითქმის ყველა კვლევით ლიდერობს ზელენსკი, თუმცა როგროც სოციოლოგები ამბობენ, ჯერ ბევრ უკრაინელს არჩევანი არ გაუკეთებია. უკრაინის არჩევნების შესახებ ვესაუბრეთ უკრაინელ პოლიტოლოგს –  მაქსიმ იალის.

ინგუშეთში მოქალაქეები რესპუბლიკის მეთაურის იუნუს-ბეკ ევკუროვის გადადგომას ითხოვენ. ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია 26 მარტს გაიმართა. დემონსტრაციას მოჰყვა შეტაკება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. დროებით გადაკეტილი იყო ქალაქ ნაზრანთან გამავალი ფედერალური ავტომაგისტრალიც. ათასობით ინგუში აპროტესტებს ჩეჩნეთთან სახელმწიფო საზღვრის გადახედვის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც შარშან გაფორმდა. ამ შეთანხმებით ინგუშეთმა ჩეჩნეთს სუჟენსკის რაიონის ნაწილი დაუთმო, რამაც ინგუშეთის მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. ინგუშეთში შექმნილ მდგომარეობას და აქციების მონაწილეთა მოთხოვნებზე, ვესაუბრეთ უფლებადამცველ, ორგანიზაცია „მარშის“ დამფუძნებელ და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს –  მაგომედ მუცოლგოვს.

აშშ-მა გოლანის მაღლობებზე სირიის სუვერენიტეტი ოფიციალურად აღიარა. შესაბმის დოკუმენტს 25 მარტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა მოაწერა. დონალდ ტრამპმა ეს ისრაელის პრემიერ მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეაქო ტრამპი ამ ნაბიჯისთვის. აღსანიშნავია, რომ გოლანის მაღლობების საკითხზე ტრამპს საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი არ დაუჭირა. აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე ჩვენ ვესაუბრეთ აღმოსავლეთმცოდნეს – სიმონ გურეშიძეს.