აშშ-ი ღია ცის ხელშეკრულებას ტოვებს. 1992 წელს გაფორმებული ხელშეკრულება წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ და შემდეგ ეს ინფორმაცია 34-ი ხელმომწერი ქვეყნისთვის ხდება ხელმისაწვდომი. აშშ-მ ამ ხელშეკრულების დარღვევაში რუსეთი დაადანაშაულა და 6 თვე მისცა მისი პირობების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვაშინგტონი შეთანხმებას დატოვებს. ტრამპის ადმინისტრაციაში, რუსეთის მხრიდან ღია ცის ხელშეკრულების დარღვევის ერთ-ერთ მაგალითებად დასახელდა მოსკოვის უარი, რომ სადამკვირვებლო ფრენები ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში განხორციელდეს. მოსკოვში კი აცხადებენ რომ ამ ტერიტორიებს „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევენ და ამიტომ ფრენებისთვის მათი თანხმობაა საჭირო“, რასაც ცხადია არ ეთანხმება და აპროტესტებს საქართველო. ამის გამო 2010 წლიდან ფრენების შესრულება ვერ ხერხდება. 2012 წლიდან საქართველომ ფრენების განხორციელება შეაჩერა. ამ საკითხზე ვესაუბრეთ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორ კორნელი კაკაჩიას. ასევე ამერიკელ დიპლომატს, აშშ-ის სახელმწიფოს მდივნის ყოფლი თანაშემწეს თომას ქანთრიმენს, რომელიც 2017 წლიდან გახლავთ „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: