მსოფლიოს ამბები - პანდემიის პოლიტიკური შედეგები
მსოფლიოს ამბები - პანდემიის პოლიტიკური შედეგები
  • კორონავირუსის პანდემიამ აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობები გაამწვავა. ვაშინგტონი ვირუსის პირველწყაროს დასადგენად საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს და პეკინს კოვიდ-19-ის ეპიდემიის ადრეულ ეტაპზე ინფორმაციის დამალვაში სდებს ბრალს. ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესოს. პეკინის მიმართ კრიტიკა ისმის ევროკავშირიდანაც. ქვეყნების ნაწილმა, მაგალითად იაპონიამ მოუწოდა საკუთარ კომპანიებს ჩინეთი დატოვონ. პეკინში ბრალდებას უარყოფენ. ამ თემაზე ვესაუბრეთ პირველი არხის ანალიტიკოსს რეზი ქოიავას.
  • ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ერთად სოციალურ ქსელებში ამ დაავადებისა, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მისი მკურნალობის მეთოდების შესახებ არაერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სპეციალისტები, ექიმები და ჟურნალისტები ცდილობენ სოციალურ ქსელებით გავრცელებულ „ყალბ ამბებსა“ და „კონსპირაციული თეორიებს“ ფაქტები დაუპირისპირონ. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს იმ ყალბ და ცრუ შეთქმულების თეორებზე, რომლებიც ინტერნეტში ფართოდ ვრცელდება. დღეს ამ რუბრიკის თანაავტორ „პირველი არხის“ ვებ გვერდ 1tv,ge-ის მეცნიერების ჟურნალისტ მიხეილ ჭაბუკაშვილთან ვისაუბრებთ, პროექტ სტარლინკზე. საუბარია თანამგზავრულ ინტერნეტ ქსელზე, რომლის ამოქმედებასაც ამერიკელი მილიარდერი ელონ მასკი გეგმავს. მასკის თანამგზავრები დაახლოებით ერთი კვირის წინ საქართველოს ცაზეც გამოჩნდნენ და შეთქმულების თეორიების მოყვარულებმა ეს კორონავირუსს დაუკავშირეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: