მსოფლიოს ამბები - ნატოს მხარდაჭერის ახალი პაკეტი და „ბილ გეითსის პანდემია“
მსოფლიოს ამბები - ნატოს მხარდაჭერის ახალი პაკეტი და „ბილ გეითსის პანდემია“
  • ნატო საქართველოს მხარდაჭერის ახალ პაკეტს გადასცემს. გადაწყვეტილება ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების დონზე უკვე მიღებულია. რას მოიცავს ეს პაკეტი და როგორ ეხმარება ნატო საქართველოს პანდემიის დროს. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ, ჯეიმს აპატურაის.
  • ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ერთად სოციალურ ქსელებში ამ დაავადებისა, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მისი მკურნალობის მეთოდების შესახებ არაერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სპეციალისტები, ექიმები და ჟურნალისტები ცდილობენ სოციალურ ქსელებით გავრცელებულ „ყალბ ამბებსა“ და „კონსპირაციული თეორიებს“ ფაქტები დაუპირისპირონ, რათა ადამიანები შეცდომაში არ შევიდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს იმ ყალბ და ცრუ შეთქმულების თეორიებზე, რომლებიც ინტერნეტში ფართოდ ვრცელდება. დღეს ამ რუბრიკის თანაავტორ საქართველოს პირველი არხის ვებ-გვერდ 1tv,ge-ის მეცნიერების ჟურნალისტ მიხეილ ჭაბუკაშვილთან ვისაუბრებთ, მაიკროსოფტის დამფუძნებელ ბილ გეითსის შესახებ, რომელსაც კონსპირაციონისტები კორონავირუსის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: