უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას და რიგ შემთხვევაში გადადიან კონტრშეტევაზეც.
აშშ-ი და ნატო კვლავაც ეხმარება უკრაინას შეიარაღებით, თუმცა კიევი ითხოვს საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, სადაც რუსეთს უპირატესობა აქვს. ომის გაჭიანურების შედეგად იზრდება მსხვერპლი.
რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად უკვე დაიღუპა 139 უკრაინელი ბავშვი. ქალაქების ნაწილი სრულად განადგურდა.
მიუხედავად ამისა პუტინის არმია უკან დახევას არ აპირებს ფრონტის ხაზზე არსებული მდგომაროების შესახებ ვესაუბრეთ „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ქსელის” დირექტორ მიხაილო სამუსს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: