მსოფლიოს ამბები - ბელარუსი ოპოზიციონერის დაკავება და აქციების ახალი ტალღა
მსოფლიოს ამბები - ბელარუსი ოპოზიციონერის დაკავება და აქციების ახალი ტალღა

ბელარუსში საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე და ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი მარია კოლესნიკოვა რამდენიმე დღეა დაკავებულია. როგორც ცნობილია, ოპოზიციონერი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ბელარუსის დატოვებაზე უარი თქვა და როგორც მისი თანაგუნდელები ყვებიან, საკუთარი პასპორტი დემონსტრაციულად დახია. ამრიგად ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის ყველა წევრი ან დაკავებული ან გახიზნულია, გარდა ერთისა. ეს გახლავთ ნობელიანტი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, რომლის სახლშიც უცხოელი დიპლომატები მორიგეობენ. ბელარუსში კი მიტინგები არ წყდება. ჩვენ ვესაუბრეთ ამ აქციების ერთ-ერთ მონაწილეს, ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრ, პროფესორ ოლგა შპარაგას.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: