მსოფლიოს ამბები - ტრამპი კანდიდატი და ლუკაშენკოს მუქარა
მსოფლიოს ამბები - ტრამპი კანდიდატი და ლუკაშენკოს მუქარა
  • დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად კენჭისყრას ხელმეორედ დათანხმდა. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად წარდგენის ოფიციალური ცერემონიალი თეთრ სახლში გაიმართა. თავის გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა კორონავირუსის დამარცხებისა და ეკონომიკის აღორძინების პირობა დადო. ტრამპის თქმით, 2020 წლის 3 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი იქნება. ამასთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ოპონენტი ჯო ბაიდენი, რომელსაც ტრამპმა ჩინეთის და რადიკალი მემარცხენეების რჩეული უწოდა. აშშ-ში წინასაარჩევნო გარემოზე და შექმნილ მდგომარეობაზე ვესაუბრეთ პირველი არხის ანალიტიკოსს რეზი ქოიავას.
  • ბელარუსში 20 დღეა საპროტესტო აქციები და გაფიცვები არ წყდება. მხოლოდ 27 აგვისტოს მინსკსა და რეგიონებში გამართული მიტინგების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტები ქვეყანაში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას ითხოვენ. მომიტინგეების კიდევ ერთი მოთხოვნა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანების გამცემთა და შემსურლებელთა დასჯაა. შექმნილი სიტუაციის გამო ევროკავშირი ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ნუსხაში 20 პირი შევა და ის უახლოეს ხანში გამოქვეყნდება. მიუხედავად ამისა ლუკაშენკო დათმობაზე არ მიდის, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელარუსში გასაგზავნად სარეზერვო საპოლიციო ძალები უკვე შექმნილია. ბელარუსში შექმნილ მდგომაროებაზე ვესაუბრეთ ბელარუსის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (BISS) ანალიტიკოსს ვადიმ მოჟეიკოს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი