მსოფლიოს ამბები - რუსეთის საფრთხე, დაძაბულობა უკრაინაში და შავი ზღვის ფაქტორი
აშშ-ში უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში გემების გაგზავნას განიხილავენ. „სი-ენ-ენ“-ის ცნობით, შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დაზვერვით ფრენებს ახორციელებენ ამერიკული თვითმფრინავები. ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და ყირიმის ნახევარკუნძულზე სამხედრო ძალის რაოდენობა გაზარდა. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ შეშფოთებულები არიან რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიით. შექმნილ ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე და ასევე შავი ზღვის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ვესაუბრეთ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილ უფროსს ბენ ჰოჯესს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: