მსოფლიოს ამბები - პანდემია, ნავთობი და შეთქმულების თეორები
მსოფლიოს ამბები - პანდემია, ნავთობი და შეთქმულების თეორები
  • გასული კვირა მსოფლიო ბირჟებზე ისტორიული გამოდგა. 20 აპრილს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ამერიკული დასავლეთ ტეხასური ნავთობის ფასი 0-ზე ქვემოთ დაეცა. ერთი ბარელი ნავთობი -37 დოლარი ღირდა. „შავი ოქროს“ გაუფასურების მიზეზად სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს ასახალებენ. მათ შორის ერთ-ერთი კორონავირუსის პანდემიის გამო ნავთობზე მოთხოვნის შემცირებაა. ამ საკითხე ვესაუბრეთ ეკონომისტ პაატა ბარიახტარს.
  • ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ერთად სოციალურ ქსელებში ამ დაავადებისა, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მისი მკურნალობის მეთოდების შესახებ არაერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სპეციალისტები, ექიმები და ჟურნალისტები ცდილობენ სოციალურ ქსელებით გავრცელებულ „ყალბ ამბებსა“ და „კონსპირაციული თეორიებს“ ფაქტები დაუპირისპირონ, რათა ადამიანები შეცდომაში არ შევიდენენ, რადგან შეიძლება ეს მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. დღეიდან ჩვენ მოგაწოდებთ ინფორმაციას ყალბი და ცრუ შეთქმულების თეორეიების შესახებ, რომელიც მსოფლიოში და საქართველოშიც პოპულარულია. ეს რუბრიკა მოვამზადეთ პირველი არხის ვებ გვერდის 1TV.ge მეცნიერების  ჟურნალისტის მიხეილ ჭაბუკაშვილის დამხარებით. პირველი თემა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, არის  მობილური კავშირის მეხუთე თაობის ქსელი. როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც ამ ტექნოლგიის შესახებ ცრუ ინფორმაცია ფართოდ გავრცელდება. ზოგიერთი შეთქმულების თეორიის მიხედვით ე.წ. 5 G არის კორონავირუსის გადამტანი, რაც სიმართელს არ შეესაბამება.

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: