მსოფლიოს ამბები - ომის 233-ე დღე უკრაინაში I 14.10.2022
მსოფლიოს ამბები - ომის 233-ე დღე უკრაინაში I 14.10.2022

რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე სარაკეტო დარტყმებს. დღეს დილით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი იერიში მიიტანეს ქალაქ ზაპოროჟიეზე. ღამით იბომბებოდა დნეპროპეტროვსკის ოლქი. თუმცა, ყველაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა რუსეთმა 10 ოქტომბერს განახორციელა.

სარაკეტო დარტყმების სამიზნე უკრაინის 12 რაიონი გახდა. დაიღუპა 19 მშვიდობიანი მოქალაქე, ათეულობით მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კიევში აცხადებენ, რომ ეს იყო პუტინის შურისძიება იმ აფეთქებისთვის, რომელიც 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე მოხდა.

ამ თემებზე ვესაუბრეთ უკრაინელ სამხედრო ექსპერტს ოლეგ ჟდანოვს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: