მსოფლიოს ამბები - მსოფლიო ამბები - ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ
დეზინფორმაცია თანამდროვე ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად, დეზინფორმაციული კამპანიების საფრთხე იზრდება. მსოფლიომ ამის არაერთი მაგალითი უკვე იხილა. „ყალბი ახალი ამბები“, „ინტერნეტ ტროლები“ – ეს ის ტერმინებია, რომელიც სულ უფრო ხშირად ისმის. ევროკავშირში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად სპეციალური ჯგუფი „სტრატკომი“ უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს. ამ ჯგუფის წევრები გასულ კვირას იმყოფებოდნენ თბილისში, ისინი ესწრებოდნენ კონფერენციას სახელწოდებით „ყურადღება დეზინფორმაცია“. ჩვენ შევხვდით კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს. „ატლანტიკური საბჭოს“ ჩეხი მკვლევარ იაკუბ კალენსკის, რომელიც ევროკავშირში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიაზე მუშაობდა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: