მსოფლიოს ამბები - ბელარუსში პრეზიდენტობის მსურველი დააკავეს
- ჩინეთსა და ინდოეთს შორის კონფლიქტი გამწვავდა, რასაც გასულ კვირას ჰიმალაის მთიანეთში მდებარე სასაზღვრო ხაზზე შეტაკებაც მოჰყვა. 20 ინდეოელი ჯარისკაცი დაიღუპა. 76 კი დაშავდა. ჩინეთს დაშავებულების და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. პეკინში ამტკიცებენ, რომ ინდოელმა სამხედროებმა ჩინეთის საზღვარი გადაკვეთეს და მომხდარი დაგეგმილი პროვოკაცია იყო. დელიში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად მზად არიან. ინდოეთ-ჩინეთის ტერიტორიულ დავაზე ვესაუბრეთ „მოამბის“ ჟურნალისტ გივი ბარამიძეს.
- ბელარუსში აგვოსტოში დაგეგმილი საპრეზიდნეტო არჩევნების წინ ვითარბა იძაბება. დაკავებულია პრეზიდენტობის ერთ-ერთი მსურველი, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. როგორც უფლებადამცველები იუწყებიან, მისნკსა და სხვა ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებზე პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მომიტინგეები, „ბელაგაზპრობანკის“ ყოფილი უფროსის და ამჟამად პრეზიდენტობის მსურველის ვიქტორ ბაბარიკოსა და მისი ვაჟის დაკავებას აპროტესტებდნენ. ბაბარიკოს დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირმა. ხოლო ბელარუსის პრეზიდნეტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის დესტაბილიზაციის მასშტაბური გეგმა ჩაშალა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: