მსოფლიოს ამბები – ჰონგ-კონგი და ჩინეთის ახალი კანონი

15:24, 31.05.2020
-0:00

აშშ-ის ჰონგ-კონგს ჩინეთისგან ავტონომიურ ტერიტორიად აღარ მიიჩნევს. ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ პეკინი აპირებს მიიღო ახალი კანონი „უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ჰონგ-კონგზეც გავრცელდება. 29 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა რომ ჰონგ-კონგს ყველა შეღავათს გაუუქმებს. გარდა ამისა, აშშ სანქციებს დაუწესებს ჩინეთისა და ჰონგ-კონგის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ტერიტორიის ავტონომიის შელახვასთან პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვთ. ჰონგ-კონგი კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც პეკინი და ვაშინგტონი პანდემიის ფონზე დავობენ. ამ თემაზე ვესაუბრეთ აღმოსავლეთ აზიის მკვლევარ შაკო ჩიხლაძეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

მსგავსი