მსოფლიოს ამბები - აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია, ვაქცინები და მერკელის შემცვლელი
- აშშ-ში 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. ვაშინგტონში გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები. ასეთი ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც 6 იანვარს კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი შეიჭრა. აღსანიშნავია, ისიც რომ ჯო ბაიდენისა ინაუგურაცია კორონავირუსის ეპიდემიის პერიდოში იმართება, რის გამოც ცერემონიალში ცვლილებების შევიდა. ვრცლად ვაშინგტონიდან საუბრობს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე.
- მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, მხოლოდ ბოლო 24 საათში გლობალური მასშტაბით, კოვიდ-19-ს 13 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, პანდემიის შესაჩერებლად ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი ვაქცინაციაა, რომლიც ბევრ ქვეყანაში უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა, სახელმწიფოები არჩევანს სხვადასხვა ვაქცინაზე აკეთებენ. მაგალითისთვის თურქეთში მოსახლეობის აცრა ჩინეთში წარმოებული ვაქცინით დაიწყეს, ევროპაში კი არჩევანს კომპანია „პფაიზერის“ ვაქცინაზე აკეთებენ. ვაქცინებზე საუბრობს, საქართველოს პირველი არხის ვებ-გვერდის მეცნიერების რუბრიკის ჟურნალისტი მიხეილ ჭაბუკაშვილი.
- გერმანიაში მმართველ კოალიციაში შემავალ ქრისტიან დემოკრატიული პარტიას ახალი ლიდერი ჰყავს. ეს 59 წლის არმი ლაშეტია, რომელსაც გერმანულ მედია მერკელის მემკვიდრეს უწოდებს. ლაშეტის პოლიტიკური ხედვების შესახებ ვესაუბრეთ პირველი არხის ანალიტიკოსს შოთა თხელიძეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: