მსოფლიო ამბები - ტრამპის რეზონანსული განცხადება და უკრაინის საკითხი I 16.02.2024
უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ავდეევკასთან ბრძოლის ველზე ვითარება კრიტიკულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ზემოქმედების ფონზე, ქალაქი შესაძლოა სულ მალე მათ კონტროლქვეშ გადავიდეს.
ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური ალექსანდრ სირსკი გახდა.
ამ საკითხზე ახლა ვისაუბრებთ კიევში მდებარე ანალიტიკურ ცენტრ „ნიუ ჯეოპოლიტიკს რესერჩ ნეთვორქის“ დირექტორ მიხაილო სამუსთან.
რესპუბლიკური პარტიიდან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მთავარი კანდიდატი, ტრამპი აცხადებს, რომ არ დაიცავს ნატოს იმ მოკავშირეებს, რომლებიც ალიანსის წინაშე აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებენ.
ევროკავშირსა და ნატოში ეს განცხადება ალიანსის მეხუთე მუხლის, ანუ „კოლექტიური თავდაცვის“, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ასეთი საუბრები როგორც ევროპის, ისე აშშ-ის უსაფრთხოებას ემუქრება.
ამ თემაზე ჩვენი სტუმარია ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ყოფილ თანაშემწე, ჯეიმი შეა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: