მსოფლიოს ამბები - რუსი სამხედროები უკრაინის საზღვრებთან
მსოფლიოს ამბები - რუსი სამხედროები უკრაინის საზღვრებთან

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის საზღვარზე ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურის მობილიზება მოახდინა. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს ნატოშიც. ხოლო აშშ-ში განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან რუსი სამხედროების გადაადგილებას.

ბლუმბერგის ცნობით, აშშ-მ ევროპელ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე. პარალალურად რთული ვითარებაა ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე, სადაც ახლო აღმოსაველთიდან ჩასული მიგრანტები იმყოფებიან. უკრაინაში შიშობენ, რომ პოლონეთის შემგდე მიგრანტები უკრაინის მიმართულებით დაიძვრებიან.

არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ კიევში მდებარე „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტს მიხაილო სამუსს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: