მსოფლიოს ამბები - ექსკლუზიური ინტერვიუ ნატოს გენერალური მდივნის ყოფილ თანაშემწესთან
უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთს მცირე უპირატესობა აქვს დონბასში, თუმცა მოსკოვის მიერ დასახული სტრატეგიული ამოცანები კვლავაც არ არის შესრულებული.
კიევში კი აცხადებენ, რომ რუსეთთან საარტილერიო ომის ფაზაში იმყოფებიან და საბრძოლო მასალის მარაგი ეწურებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი დასავლეთის დახმარებაზე იქნება დამოკიდებული.
დასაველთში კვლავაც ისმის განცხადბები, რომ რუსეთის დამცირება არ შეიძლება. ასეთი ფრაზა გაისმა გასულ კვირას ელისეის სასახლიდან, რაზეც ვარშავაში გასცეს პასუხი. პოლონეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს შეახსენა, რომ მეორე მსოფლიო ომის დორს ჰიტლერთან დიალოგს არავინ აგრძელებდა.
უკრაინის მხარდამჭერია და სამხედრო დახმარების კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა აშშ-თან ერთად კვლავაც ბრიტანეთა.
სწორედ ლონოდნის როლზე და ასევე მადრიდში დაგეგმილ ნატოს სამიტის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფილ მოადგილე ჯეიმი შეას.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
