მახსოვს ცემი!
მახსოვს ცემი!

1904 წელს ექიმმა ვახტანგ ღამბაშიძემ მამასთან ერთად ბორჯომის ხეობაში დააფუძნა სანატორიუმი „პატარა ცემი”, მომავალი კურორტის მოდელი ლეისონში, შვეიცარიულ სანატორიუმთა ახლებური მოდელის მიხედვით იყო შედგენილი. ამ საქმეში მას მხარს უჭერდნენ: აკაკი წერეთელი, მამის უახლოესი მეგობარი და სულიერი შვილი, ვახტანგის უფროსი ქალიშვილის, მედეას ნათლია, ექიმი სამსონ თოფურია, გივი და ალ. დიასამიძეები და კიდევ რამოდენიმე პირი. ამავე დროს ვახტანგ ღამბაშიძე პრესის ფურცლებიდან ცდილობდა ხალხში სამედიცინო განათლების გავრცელებას, მოსახლეობას განუმარტავდა ჯანმრთელობის რაობასა და ავადმყოფობის ნაირგვარობას.
სანატორიუმში თვალსაჩინო ადგილი ეჭირა შთაბეჭდილებათა წიგნს, რომელსაც ახლახან მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი. წიგნში დაცულია აკაკი წერეთლის, ექვთიმე თაყაიშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ნოე ჟორდანიას, ევგენი გეგეჭკორის, რეზო გაბაშვილის, კიტა აბაშიძის და სხვა გამოჩენილ მოღვაწეთა ხელნაწერები……
1921წელს იძულებით ემიგრაციაში წასულნი სევდით იხსენებდნენ ცემს, რომელიც ბოლშევიკების ბრძანებით დაანგრიეს და გაძარცვეს. გადაცემაში გიამბობთ ვახტანგ ღამბაშიძს, მისი ოჯახის შესახებ სამშობლოსა და უცხოეთში.
სტუმრები:  რუსუდან კობახიძე – ემიგრაციის მკვლევარი, ჯული აგლაძე – პროფესორი, ნონა ღამბაშიძე -კინოდრამატურგი.