გაბაშვილი ომის თემას ეხება პოემა „რუხის ომი“. სატირულ-იუმორისტული ხასიათის პოემაში „რძალ-დედამთილიანი“ ბესიკმა პირველმა დაამუშავა ხალხურ პოეზიაში გავრცელებული თემა, ძალზე დაუახლოვდა ხალხურ, სასაუბრო მეტყველებას. ყოველივე ამით მან, დავით გურამიშვილთან ერთად, ქართულ მწერლობაში გზა გაუკაფა საყოფაცხოვრებო ხასიათის ჟანრებს.