#სახლისკენ - ლიტერატურული ვარიაციები აფრიკული ლანდშაფტის ელემენტებით
#სახლისკენ - ლიტერატურული ვარიაციები აფრიკული ლანდშაფტის ელემენტებით
  • FM ნავიგატორი – რა სიახლეს სთავაზობს ფეისბუქი მომხმარებელს, რომელსაც შესაძლებლობა ექნება აუდიოჩატის ფუნქციით აღჭურვილი ახალი პროდუქტი გამოიყენოს და რით განსხვავდება სიახლე სხვა სოციალური ქსელების მსგავსი პროდუქტისაგან? ტვიტერი ახალი ფუნქციის, სპეისის სატესტო რეჟიმში ექსპლოატაციას განაგრძობს. რატომ ჩქარობს კომპანია ახალი პროდუქტის სრული დატვირთვით ამუშავებას? რა „სიახლეებს“ იყენებენ კიბერთაღლითები და როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან? რა ბედი ეწევა სტენლი კუბრიკის არქივში აღმოჩენილ განუხორციელებელ სცენარებს? როდისთვის იგეგმება პოპულარული ტელეშოუს, „ბრუკლინ 99“-ის ფინალური, 10 ეპიზოდისაგან შემდგარი მე-8 სეზონის პრემიერა?
  •  ჩვენი ბავშვობის წიგნებიპარასკევობით გადაცემის სტუმრები იხსენებენ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს, რომლებიც მათ მიერ ბავშვობისას წაკითხულ წიგნებს უკავშირდება; გვიზიარებენ, როგორ იცვლება ზრდასრული ადამიანის დამოკიდებულება დიდი ხნის წინ წაკითხული ტექსტის მიმართ; აანალიზებენ, როგორ, ან რატომ იცვლება ბავშვობის წიგნები და მათგან მიღებული შთაბეჭდილებები თაობიდან თაობამდე;
  •  მუსიკალური კალენდარი – მუსიკოსი, რომელიც სულ სწავლობდა, არასდროს იმეორებდა უკვე შექმნილს, მთავარ მიზნად ისახავდა მსმენელისთვის სრულყოფილი ესთეტიური სიამოვნების მინიჭებას, არასდროს იყო კმაყოფილი მიღწეულით და რომლის ცნობისმოყვარეობას არ ჰქონდა ზღვარი; გიამბობთ ჩიკ კორეაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა;
  •  ბიზნესპარტნიორი სახლისკენ – რუბრიკა საქმიანი ადამიანებისათვის: ნავთობის მსოფლიო ფასი და ვითარება ქართულ ბაზარზე; ბიზნესპარტნიორის შეკითხვებს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი უპასუხებს;
  •  აფროქართველის ჩანაწერები – აფრიკული შთაბეჭდილებების, განცდილის, ნანახის და მოსმენილის, რეალური ამბების, ფანტაზიების მოთხრობებად, ან ზღაპრებად ქცეული და წიგნად გაერთიანებული ჩანაწერები.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: