ადრე გაზაფხულზე „აგენტების კანონპროექტის“ ჩაგდების შემდეგ საზოგადოებამ ყურადღება მიაპყრო ახალგაზრდებს, რომელთა აქტიურობა გადამწყვეტი აღმოჩნდა.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ეს თაობა არ შეეგუა პოლიტიკურ მანიპულაციებსა და ტყუილს, აღმოჩნდა, რომ არ იყვნენ ორინეტირებული რომელიმე გამოკვეთილ ლიდერზე ან ჯგუფზე, არ გააჩნდათ პერსონიფიცირებული ავტორიტეტი.
„ჯენ-ზეტმა“ (ზეტ იგივე ზუმერის თაობა) გამოავლინა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაცნობიერებული, მყარი ღირებულებითი არჩევანი დასავლეთის, ევროპის სასარგებლოდ და რუსეთის წინააღმდეგ.
სტუმარი: ნინო სამხარაძე – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, მკვლევარი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: