ღია სტუდია - ნონა ქურდოვანიძე: წლის ბოლოს ევროკომისიამ უნდა დაინახოს სასამართლო სისტემის რეფორმირების სიგნალი I 13.04.2023
ღია სტუდია - ნონა ქურდოვანიძე: წლის ბოლოს ევროკომისიამ უნდა დაინახოს სასამართლო სისტემის რეფორმირების სიგნალი I 13.04.2023

სავარაუდოდ, ოქტომბერში ევროკომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის მინიჭების შესახებ. ამისთვის, ხელისუფლებამ უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად უდგება 12 რეკომენდაციის შესრულებას.

საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ 12 რეკომენდაციიდან ყველაზე პრობლემურად მართლმსაჯულების საკითხი გამოიყურება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.

„ბრიუსელში უნდა დაინახონ, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს. მაგალითად, ამ ეტაპზე მართლმსაჯულების კუთხით ყველაზე მარტივი იქნებოდა კონსესუსის მიღწევა და იუსტიციის საბჭოში ხუთ არამოსამართლე წევრობის კანდიდატზე შეთანხმება“, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: