ღია სტუდია - ვითარება გზებზე, ავტოსატრანსპორტო შემთხვევები - როგორია დინამიკა
ღია სტუდია - ვითარება გზებზე, ავტოსატრანსპორტო შემთხვევები - როგორია დინამიკა

საქართველოს გზებზე კვლავ ხშირად ხდება ავტოსატრანსპორტო შემთხვევები, დაღუპულთა სტატისტიკაც შემაშფოთებელია, თუმცა, ქულათა სისტემის დანერგვამ და ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟებამ უკვე გამოიღო გარკვეული შედეგები და შემთხვევათა დინამიკა პოზიტიურია. მაგალითად: თუ 2017 წელს ავტოსაგზაო შემთხვევათა შედეგად 517 ადამიანი დაიღუპა, 2018 წელს დაღუპულთა რაოდენობა 458 -ია. ამის მიუხედავად როგორც შს სამინისტრო, ასევე არასამთავრობოები გეგმავენ კომპლექსურ ღონისძიებებს, რომ ისევე შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევები, როგორც – თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნებშია.

სატელეფონო ჩართვა: შსს კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი, ბექა ლილუაშვილი.

სტუმარი: ტრასპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი.