ღია სტუდია - ავტოსაგზაო შემთხვევები, მიზეზები, გამოსავალი
ღია სტუდია - ავტოსაგზაო შემთხვევები, მიზეზები, გამოსავალი

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ბევრი ადამიანი იღუპება, თუმცა, გადაცემის სტუმარმა მოიტანა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, არის მსგავსი შემთხვევების გარკვეული კლება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ორიათასიან წლებში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო 2008 წელს, როცა ავტოავარიებში 867 ადამიანი დაიღუპა. 2010 წელს 610 სიცოცხლე შეიწირა ავტოავარიებმა. შარშანდელი მონაცემებით, თითქმის ორასით შემცირდა დაღუპულთა რაოდენობა 2010 წელთან შედარებით. აქ ალბათ ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2008-2010 წლებთან შედარებით ბევრად მეტი ავტომანქანა მოძრაობს ჩვენს გზებზე. განსაკუთრებით კარგი შედეგი გამოიღო ე.წ. „ჭკვიანი შუქნიშნების“ დამონტაჟებამ, მაგრამ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ გზებზე დაღუპულთა რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

სტუმარი: საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის – თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

სატელეფონი ჩართვა: დავით მესხიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: