ღია სტუდია -  უსაფრთხოება გზებზე - გახშირებული ფატალური შემთხვევები
ღია სტუდია -  უსაფრთხოება გზებზე - გახშირებული ფატალური შემთხვევები

ავტოსაგზაო შემთხვევების თვალსაზრისით წლევანდელი წელი ძალიან ცუდად დაიწყო: საშინელი ავარია ქვიშხეთთან, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი! ავარია ბერი გაბრიელის ქუჩაზე თბილისში, სადაც ასევე ბავშვი დაიღუპა, ავარია კახეთში… ხელისუფლება გვესაუბრება პრევენციულ ღონისძიებებზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობით საქართველო, სამწუხაროდ კვლავ ლიდერია ევროპაში. სტუმრის აზრით, როგორც ჩანს მხოლოდ არსებული პრევენციული ღონისძიებები საკმარისი არ არის და მუდმივად ახალი გზების ძიებაა საჭირო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური ინსპექტირების სათანადო დონეზე ჩატარება.

სტუმარი: ეკა ლალიაშვილი„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის – თავმჯდომარე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: